კომპანია „პერსომედიქსი“ დაარსდა ქართველი პროფესიონალების მიერ 2022 წლის დასაწყისში.

ჩვენ ერთად ვისმენთ, ვიგებთ პაციენტების საჭიროებებს და ვმუშაობთ იმისათვის, რომ ვფლობდეთ ყველაზე თანამედროვე, პაციენტზე ინდივიდუალურად მორგებული დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პრევენციის შესაძლებლობებს.

ჩვენი მიზანია საქართველოში (და არა მხოლოდ) პერსონალიზებული მედიცინის განვითარების ხელშეწყობა, მედიცინის ყველა სფეროში - განსაკუთრებით კი დერმატოლოგიაში პერსონალიზებული მიდგომების პოპულარიზაცია.

ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროპის წამყვანი ქვეყნების კომპანიებთან. ვართ შთაგონებული მედიცინაში ინოვაციური გადაწყვეტილებების განვითარებით.

ამ კუთხით ჩვენი პირველი ნაბიჯი იყო კანის სწორად მოვლის პრინციპების პოპულარიზაცია. საქართველოში პირველად ჩვენ გავაცანით საზოგადოებას ბოლო გენერაციის, გენეტიკურ კვლევაზე დაფუძნებული სახის კანის მოვლის ევროპული (ბელგიური) კომპანიის „ნომიჟე“-ს პროდუქტები.

დღეს „პერსომედიქსი“ არის „ნომიჟე“-ს ოფიციალური წარმომადგენელი და დისტრიბუტორი საქართველოში.